გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ოჯახი
საგანი/პედაგოგი
რუსული ენა/ მანანა დოლიძე
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებით საფეხური/V კლასი
მოსწავლეთა პროფილი
15  მოსწავლე/სსსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გამოიყენებენ წინარე ცოდნას, გამოიყენებენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს წინადადებების შესადგენად
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი  შედეგები
ტექსტის კითხვა და ძირითადი აზრის გაგება, ახალი ლექსიკური ერთეულების გამოცნობა კონტექსტზე დაყრდნობით, მარტივი  წინადადების შედგენა

უცხ.1.6.მოსწავლე ფლობს ხმამაღალი კითხვის ელემენტარულ უნარს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ახმოვანებს ასოებს, ასოთშენაერთებს, მარცვლებს;
·         ბგერებს აკავშირებს  შესაბამის ასოებთან , ასოთშენაერთებთან, მარცვლებთან;
·         ხმამაღლა და   გარკვევით კითხულობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს წინადადებებს,  ტექსტებს;

 უცხ.1.12.მოსწავლეს  შეუძლია  მცირე ზომის თხრობითი ტექსტის წაკითხვა  და  გაგება;

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს პერსონაჟებს
·         ამოიცნობს პერსონაჟთა  თვისებებს;
·         ამოიცნობს  მოქმედებებს, მოვლენებს;
·         ამოიცნობს  მოქმედებათა  დროსა და  ადგილს.
წინარე ცოდნა
მოსწავლეები გამოიყენებენ ნასწავლ გრამატიკულ მასალას და შეადგენენ წინადადებებს.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები  ფასდება განმსაზღვრელი შეფასების  რუბრიკით
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
ტექსტი, დაფა, ცარცი, კალამი, ფურცლები, თვალსაჩინოება.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხი (3 წთ)

გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა

აქტივობა 2. გონებრივი იერიში.(5-6 წთ)
მოსწავლეები შეძლებენ წინარე ცოდნის მიხედვით  ასოციაციური რუკის შედგენას.

გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის  კონსტრუირება

აქტივობა 3 _ ტექსტის  კითხვა პაუზებით (15-16 წთ),
მოსწავლეები  კითხულობენ ტექსტს პაუზებით, ამოიცნობენ  უცხო სიტყვების მნიშვნელობას  კონტექსტზე  დაყრდნობით,  იგებენ   ტექსტის  შინაარსს;

აქტივობა 3. წინადადების  შედგენა  წყვილებში (7 წთ).
მოსწავლეები  წყვილებში  ადგენენ  წინადადებებს  ახალი  ლექსიკური  ერთეულების  გამოყენებით.

გაკვეთილის C ფაზა
რეფლექსია (10 წთ)

აქტივობა  4. კითხვა-პასუხი

მასწავლებელი  უსვამს კითხვებს მოსწავლეებს  და  აჯამებს  გაკვეთილზე მიღებულ  ცოდნას.

აქტივობა 5.(3 წთ)

მასწავლებელი  აძლევს მოსწავლეებს მცირე  ზომის  ყოფითი  ხასიათის ინფორმაციულ  ტექსტს, სადაც უნდა ჩასვან   გამოტოვებული  სიტყვები.

No comments:

Post a Comment